ენმ: ბაქრაძის ჩამოხეული პლაკატები ბევრგან შეგვხვდა

სექტემბერი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, ჯერჯერობით, მხოლოდ ორი კანდიდატის სააგიტაციო მასალა გამოჩნდა.

დავით ბაქრაძის მხარდამჭერებმა პლაკატები ქალაქის სხვადასხვა უბანში საარჩევნო პერიოდის დაწყებისთანავე გააკრეს. "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატის პლაკატები კი დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოჩნდა. ენმ - ის წარმომადგენელი, გია ქრისტესიაშვილი აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის პლაკატების გასაკრავად მისვლისას, სხვადასხვა ადგილას, ბაქრაძის სააგიტაციო მასალა დაზიანებული ან ჩამოხეული ხვდებათ. 

"მაგათმა თავიდანვე გააკრეს ბაქრაძის პლაკატები, ჩვენ კი ერთი კვირის წინ დავიწყეთ. ბევრგან შეგვხვდა "ევროპული საქართველოს" კანდიდატის პლაკატები, ზოგგან ნახევრად ჩამოხეული, ზოგგან დაზიანებული. ჩვენი კანდიდატის პლაკატი ჯერჯერობით უვნებელია და იმედია, ამ სახით საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა არცერთ კანდიდატზე აღარ დაფიქსირდება", - განაცხადა გია ქრისტესიაშვილმა.

Read 543 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი