მარი წკრიალაშვილი: საბავშვო ბაღი დიდ როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში

სექტემბერი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

,,საბავშვო ბაღი ძალიან დიდ როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში, ბაღი ბავშვს აძლევს და უვითარებს იმ უნარებს, რაც შემდგომ მისი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, სასკოლო მზაობისთვის. ბაღი ბავშვს დამოუკიდებლობას და ასევე, იმის საშუალებას აძლევს, რომ პრობლემა გადაჭრას თვითონ, იყოს ინიციატივების გამომჩენი და იყოს პიროვნება, რომელიც წარმატებული იქნება მომავალში", - თქვა ფსიქოლოგმა მარი წკრიალაშვილმა გადაცემაში ,,საუბრები“.

,,ჩვენთან კანონმდებლობით მიღებულია, რომ სახელმწიფო ბაღებში ბავშვის მიყვანა შეიძლება ორი წლიდან, რასაც ვეთანხმები, ვინაიდან ამ ასაკში ბავშვი უკვე მზად არის სოციუმში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, მზადაა იმისთვის, რომ შეიცვალოს გარემო, გაიჩინოს ახალი მეგობრები და განივითაროს სოციალურ - კომუნიკაციური სფერო, ადაპტური სფერო, თვითმოვლის სფერო და იყოს უფრო დამოუკიდებელი“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, "საუბრები" რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM- 97.8) გადის ყოველ კვირას, 20:00 საათზე.

Read 670 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი