გორის უნივერსიტეტს 6 მიწის ნაკვეთი ბალანსზე არ აღურიცხავს

სექტემბერი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სახელმწიფო უნივერსიტეტებს არ აქვთ შეფასებული და ბალანსზე აღრიცხული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომლებზეც განთავსებულია შენობა - ნაგებობები, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, უნივერსიტეტების ბალანსზე ასახულია მხოლოდ შენობა-ნაგებობები და ცალკე არ არის გამოყოფილი და აღრიცხული მიწის ნაკვეთები, რომელზედაც ეს შენობა-ნაგებობებია განთავსებული.

ამავე ანგარიშის თანახმად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ აქვს შეფასებული და ბალანსზე აღრიცხული მიწის 6 ნაკვეთი. საერთო ჯამში,  28,124 კვ.მ.

"აღნიშნულის მიზეზია ის, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად, უნივერსიტეტებს გადმოეცათ ამავე კვლევითი დაწესებულებების უძრავი ქონება. გადმოცემის დროს უნივერსიტეტების ბალანსზე ასახულია მხოლოდ შენობა-ნაგებობები და ცალკე არ არის გამოყოფილი და აღრიცხული მიწის ნაკვეთები, რომელზედაც ეს შენობა-ნაგებობებია განთავსებული,” - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში

Read 834 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი