სადგურის საბავშვო ბაღის მესამე ტენდერში ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა

სექტემბერი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სადგურის ბაღის მშენებლობისთვის მესამედ გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.

ტენდერში ერთი პრეტენდენტი, ინდივიდუალური მეწარმე კახა დათაშვილი მონაწილეობდა. წინა შემთხვევაშიც ერთი კომპანია მონაწილეობდა, თუმცა მერიის წარმოდგენილების მოთხოვნების შემდეგ, მას დისკვალიფიკაცია მიანიჭა. 

“როდესაც ტენდერი ცხადდება, იქ ვინ შედის, რამდენი ორგანიზაციაა, ეს არ ჩანს, დახურული. ამის შესახებ მაშინ ვიგებთ, როდესაც ტენდერი დამთავრდება და ვნახავთ, ვინ გაიმარჯვა, ვინ დადო ყველაზე დაბალი ფასი. რომ ამბობენ, ხოლმე რომ ამა თუ იმ ადამიანს მოაგებინეს ტენდერი, მაგალითად, მაჟორიტარ დეპუტატზე ამბობენ ხოლმე მოაგებინოსო, ეს არის მცდარი აზრი და ვინც ვერ ერკვევა ტენდერებში, ის ამბობს ხოლმე ასე“, - განაცხადა თავზარაშვილმა.

სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა, გასული წლის ივნისში დაიწყო, თუმცა პირველად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ “ინშაათ საქართველომ“ აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო და გორის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. აღნიშნული ბაღის ასაშენებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 454 450 ლარია გამოყოფილი.

Read 471 times Last modified on Last modified on სექტემბერი 21 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი