გენდერულად მგრძნობიარე თემების გაშუქების შესახებ სემინარს რადიო “მოზაიკას“ ჟურნალისტი დაესწრო

სექტემბერი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ქუთაისში ჟურნალისტებისთვის გამართულ დისკუსია - სემინარს თემაზე "მედია და გენდერული თანასწორობა", რადიო “მოზაიკას“ ჟურნალისტი, ხატია მუმლაძე დაესწრო. 


დისკუსიას სხვადასხვა რეგიონალური სატელევიზიო, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სემინარს ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ გურჩიანი უძღვებოდა. ქუთაისელმა და გორელმა ჟურნალისტებმა გენდერული თემების გაშუქებისას მედიის როლზე და გენდერულად სენსიტიური თემების სწორად წარმოჩენაზე იმსჯელეს. 

სემინარის მიმდინარეობისას, მნიშვნელოვანი დრო დაეთმო თამარ გურჩიანის სახელმძღვანელოს “გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების სახელმძღვანელო პრინციპების“ განხილვასა და მსჯელობას. 

დისკუსია პროექტის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობის კომისიის მხარდასაჭერად“ ინიციატივით გაიმართა, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2019 წლის მაისში დასრულდება.

Read 632 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი