რესურსცენტრი: მეხუთე კლასის მოსწავლეებს შეფასების ქულებს აღარ დაუწერენ

სექტემბერი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, გორისა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლები ახალ სასწავლო წელს სიახლეებით შეხვდნენ. 

“ახალ სასწავლო წელს გორის სკოლები არაერთი სიახლით შეხვდნენ. 1-6 კლასში შემოვიდა ახალი სახელმძღვანელოები, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ გორის სკოლებში არა, მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, მეხუთე კლასში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ამოვარდა განმსაზღვრელი შეფასება, ანუ ქულები აღარ დაეწერებათ ბავშვებს, მხოლოდ განმავითარებელ შეფასებებს მიიღებენ.

ასევე, დაწყებით კლასებში შევიდა ახალი საგანი - “მე და საზოგადოება“, ასევე შემცირდა გაკვეთილების ხანგრძლივობა დაწყებით კლასებში. ახალ სასწავლო წელს ახალი შენობით შეხვდა თორტიზის საჯარო სკოლაც. "მილენიუმის" პროგრამის ფარგლებში გარემონტდა რამდენიმე სკოლა, არიან სკოლები, რომლებმაც საკუთარი ხარჯებით გააკეთეს რემონტი“, - განაცხადა ტერმაკოზაშვილმა.

Read 646 times Last modified on Last modified on სექტემბერი 21 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი