Back to Top
პარასკევი, 21 სექტემბერი 2018 14:18

პუტინმა ბიბილოვს ე.წ. რესპუბლიკეს დღე მიულოცა

Rate this item
(0 votes)

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ე.წ.რესპუბლიკის დღე მიულოცა.

ამის შესახებ ოსური მედია იუწყება.

"ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება მეგობრობის, მოკავშირეობისა და ურთიერთსასარგებლო ინტეგრაციის საფუძველზე“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის წერილში.

ვლადიმერ პუტინი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „რუსეთი მზად არის შემდგომშიც გაუწიოს სამხრეთ ოსეთის ხალხსა და ხელისუფლებას დახმარება სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების გადაჭრაში, ასევე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.

Read 1014 times Last modified on პარასკევი, 21 სექტემბერი 2018 14:20