გორის უნივერსიტეტში ლიტერატურული კაფე გაიხსნა

იანვარი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კაფე გაიხსნა, სადაც სტუდენტებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლების გარდა, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება არსებული სერვისით სარგებლობა. კაფე უნივერსიტეტის მეორე კორპუსის გვერდით, კომპიუტერული ცენტრის სხვენზე მოეწყო.

გახსნის ცერემონიას დაესწრო შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, უნივერსიტეტის პროფესორებთან, სტუდენტებთან და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად. უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა ლიტერატურული კაფის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქის ლიტერატურული ცხოვრებისთვის კაფე დამატებითი იმპულსის მიმცემი იქნება. კახა სამხარაძემ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებაზე ზრუნვისთვის. ღონისძიების დასასრულს ნაჩვენები იქნა უნიკალური კადრები, სადაც ცნობილი ქართველი პოეტები საკუთარ ლექსებს კითხულობენ.

Read 1145 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი