ნანუკა ფერაძე: რაც გვეგონა ნორმა და უწყინარი ხუმრობა თანაკლასელების მიმართ, თურმე ძალადობა ყოფილა

სექტემბერი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას ვსწავლობდი და ერთი სემესტრის მანძილზე გავდიოდით საგანს - ძალადობა ბავშვის მიმართ. ძალიან საინტერესო და ახალი საგანი იყო და ერთი ქვეთავი ეხებოდა ბულინგს. პირველად იქ გავიგე, რომ, რაც მთელი ცხოვრება, კერძოდ კი სკოლის პერიოდში მე და ჩემს მეგობრებს გვეგონა ნორმა და ბავშვური, უწყინარი ხუმრობა თანაკლასელების მიმართ, თურმე ყოფილა ძალადობა. ამ ტერმინის გაგებით და გააზრებით გარკვეულწილად მივიღე შოკი და დავფიქრდი, რომ მნიშვნელოვანია, ყველაფერს ერქვას თავისი სახელი“, -  თქვა ნანუკა ფერაძემ გადაცემაში ,,სოციუმი“. 

,,შემდეგ დავიწყე მუშაობა დღის ცენტრში და იქ მქონდა შეხება ბავშვებთან, რომლებიც საუბრობდნენ სკოლაში არსებულ ძალადობაზე და დაძაბულობაზე. მოგვიანებით სკოლებში დავიწყე მუშაობა არაფორმალური განათლების კუთხით და იქ ძალადობის და ბულინგის ძალიან ბევრ ფაქტს წავაწყდი, რომელიც იყო სისტემატური და ამაში ჩართულნი იყვნენ მხარეები. ჩავთვალე, რომ მჭირდებოდა მეტი ინფორმაცია, რათა გავმკლავებოდი ამ რთულ სიტუაციას და ძებნა - ძებნაში სრულად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ იტალიის ერთ - ერთ წამყვან უნივერსიტეტს ჰქონდა საპილოტე ონლაინ - კურსი, რომლიც მაშინ იყო უფასო. გამიმართლა და მოვხვდი ამ კურსზე, რომელიც დავამთავრე დიდი მონდომებით. ვფიქრობ, რომ ეს ცოდნა და ინფორმაცია გამომადგა და დღესაც მადგება. მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვა სფეროში გადავერთე პროფესიულად, დღემდე ბულინგი არის სფერო და თემა, რომელიც სულ მაინტერესებს“, -  ისაუბრა მან.

შეგახსენებთ, "სოციუმი" რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ოთხშაბათს, 20:00 საათზე.

Read 1682 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი