Print this page

ნატოს წარმომადგენელი: თქვენგან გვინდა ვისწავლოთ მშვიდობის ფასი

სექტემბერი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სახელით, მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

ქეთევან ციხელაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების,   სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და კონფლიქტით დაზარალებულ, გამყოფი ხაზის პირა სოფლებში მცხოვრებ ქალბატონებს უმასპინძლა.

როუზ გოტმიოლერმა გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები ადამიანების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ მათ უწევთ ყოველგვარი სირთულის გადატანა.

"დროდადრო ხალხი მეკითხება მე, ნატო თავდაცვის თვალსაზრისით და მის გარდა რაში არის აქტიურად ჩართული. მე ყოველთვის ვპასუხობ - თავდაცვა, შეკავება და მშვიდობის დამყარება ალიანსის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ამოცანა გახლავთ. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც გვასწავლიან მშვიდობის ფასს. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ცხოვრობს გამყოფი ხაზის მიღმა, რომლებზეც ყოველდღიურად აისახება ის სირთულეები, რაც მათ რეგიონში არსებობს. მოგმართავთ თქვენ, რომ თქვენგან გვინდა ვისწავლოთ შერიგების გზები, თქვენგან უნდა შევიმეცნოთ ეს", - განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სახელით მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, სადაც ქეთევან ციხელაშვილმა ნატო- გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების,   სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და კონფლიქტით დაზარალებულ, გამყოფი ხაზის პირა სოფლებში მცხოვრებ ქალბატონებს უმასპინძლა.

 

Read 849 times