Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 23 სექტემბერი 2018 10:29

ბადრი ციქუბაძე: კონფლიქტის ზონიდან ახალგაზრდების გადინება საგრძნობლად შესამჩნევია

Rate this item
(0 votes)

სამოქალაქო აქტივისტმა ბადრი ციქუბაძემ კონფლიქტის ზონის ახალგაზრდების საჭიროებებზე გადაცემაში "კავშირგაბმულობა" ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში უფროსკლასელები ძირითადად სწავლის დაფინანსების მოპოვების მიზნით რჩებიან, სასწავლებლად წასული ახალგაზრდების დიდი ნაწილი კი თავის დამკვიდრებას ქალაქში ცდილობს და სოფელს აღარ უბრუნდება.

"დღეს კონფლიქტის ზონის სოფლებში თუ ნახავთ ახალგაზრდებს ისინი ძირითადად სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებსაც სურთ სახელმწიფო პროგრამით ისარგებლონ და უმაღლეს სასწავლებელში გრანტი მოიპოვონ. მოგეხსენებათ, სწავლის დაფინანსებას ის სტუდენტები იღებენ, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე კონფლიქტის ზონის სკოლაში სწავლობდნენ. ჩემი დაკვირვებით, ვფიქრობ ესაა ძირითადი მიზეზი ახალი თაობის სოფლებში დარჩენისა, რეალურად კი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებიდან ახალგაზრდების გადინება საგრძნობლად შესამჩნევია"-ამბობს ბადრი ციქუბაძე. 

Read 1257 times