Print this page
კვირა, 23 სექტემბერი 2018 12:47

კონფლიქტის ზონის სოფლების გათბობით უზრუნველყოფისთვის 2 435 600 ლარი გამოიყო

Rate this item
(0 votes)

დროებითმა სამთავრობო კომისიამ 2013-2018 წლის კვლეის შედეგები გამოაქვეყნა. 

2018 წელს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის, ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2 435 600 ლარი გამოყო- ამის შესახებ სამთავრობო კომისიის მიერ  გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი, რომელიც 2013-2018 წლების პერიოდს მოიცავს.

კონფლიქტის ზონის სოფლებში გათბობის საკითხი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აღმოჩნდა ადგილობრივებისთვის, რომლებსაც კომისიის წევრები ადგილზე შეხვდნენ და პირადად ესაუბრნენ.

"იმ ოჯახებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ბუნებრივი აირის აბონენტებად, აბონენტზე დაერიცხათ 200 (ორასი) ლარი, ხოლო იმ ოჯახებს, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი ბუნებრივი აირის აბონენტებად, გადაეცათ 200 (ორასი) ლარი. აღშნული დახმარებით სულ ისარგებლა 12178 ბენეფიციარმა, მათ შორის, გორის მუნიციპალიტეტიდან - 7909 ბენეფიციარია; "-ნათქვამია სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.


Read 844 times