რევაზაშვილი: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ექსპერტიზის ბიურო უნისონში მოქმედებს გამოძიებასთან

სექტემბერი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"მოქმედი კანონმდებლობა ექსპერტიზის ვადებთან დაკავშირებით არის საკმაოდ არამოქნილი იმ თვალსაზრისით, რომ ექსპერტს, მიუხედავად იმისა, რომ აქვს ვალდებულება დასკვნა გასცეს 45 დღეში, მას აქვს მექანიზმები, რის საფუძველზეც შეუძლია დრო გაწელოს ან გადაავადოს - დასკვნა გასცეს 60 დღეში, 70 დღეში და ა.შ. იმისდა მიხედვით, თუ თვითონ როგორ მოარგებს კანონის ჩანაწერებს, იმ შემთხვევას რომელიც სახეზე გვაქვს", - ამის შესახებ საია - ს ადვოკატმა, რევაზ რევაზაშვილმა რადიო მოზაიკას გადაცემაში "თვითმმართველობის დრო" განაცხადა.

"ექსპერტი იტყვის რომ საქმე არის რთული. ვინ აფასებს ამ სირთულეს? ისევ თვითონ. არ მინდა მტკიცებით ფორმაში ვილაპარაკო, მაგრამ, როგორც აჩვენებს პრაქტიკა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ექსპერტიზის ბიურო უნისონში მოქმედებს გამოძიებასთან იმ საქმეებზე, სადაც გამოძიების ინტერესია, რომ საქმე გაჭიანურდეს თან ისე, რომ იყოს სათქმელი - აი, ექსპერტიზაა დანიშნული, იქ იწელება ხოლმე ექსპერტიზა გაურკვეველი ვადებით - ოთხი თვე, 5 თვე და ა.შ. ბოლოს იდება დასკვნა, რომელსაც რომ წაიკითხავ, საქმეში ჩახედულ ადამიანს დარჩება შთაბეჭდილება, თუ რად უნდოდა ამას 4 და 5 თვე, სამ კვირაშიც იქნებოდა ამის დაწერა შესაძლებელი", - ამბობს საიას ადვოკატი.

Read 855 times Last modified on Last modified on სექტემბერი 23 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი