ნანუკა ფერაძე: წლიდან წლამდე ბულინგის სულ უფრო მეტი ფაქტი ხდება

სექტემბერი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"არაერთი პრევენციული ღონისძიების მიუხედავად, რასაც განათლების სამინისტრო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ, სამწუხარო რეალობაა, რომ ვითარება არ იცვლება და წლიდან წლამდე ბულინგის სულ უფრო მეტი ფაქტი ხდება, თუმცა ეს არაა სრული სურათი, ყველა ფაქტი მაინც არ ხმაურდება“, -  თქვა ნანუკა ფერაძემ გადაცემაში ,,სოციუმი“.

"სამწუხაროდ, დღეს, 21 - ე საუკუნეში ნორმა არის და არავის გაოცებას არ იწვევს ის ძალადობა, რაც ხდება სკოლებში. მაგალითად, ერთი ბავშვი დასცინის მეორეს თმის სიგრძის, სათვალის კეთების, კანი ფერის, რელიგიური მიმდინარეობის ან თუნდაც შარვლის სიგრძის გამო და ამაზე მასწავლებელი თვალს ხუჭავს, ან მიიჩნევს რომ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ამაში არაფერია პრობლემური და არ ერევა. გასაოცარი ისიც არის, რომ ხშირად ამისი მონაწილეები და წამხალისებლებიც კი ხდებიან სკოლის პედაგოგები. მე პატივისცემას გამოვხატავ თითოეული პედაგოგის მიმართ, რომელიც ცდილობს რომ გარკვეული განათლება მისცეს ბავშვებს  და განავითაროს ისინი, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ძალიან ბევრ პედაგოგს წარმოდგენაც არ აქვს, რა არის მისაღები და რა მიუღებელი ბავშვებს შორის ურთიერთობებში", -  ისაუბრა მან.  

შეგახსენებთ, "სოციუმი" რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ოთხშაბათს, 20:00 საათზე.

Read 686 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი