რევაზაშვილი: მერებაშვილი ახალი გარდაცვლილი იყო და პოლიციის მაღალჩინოსანი უკვე აცხადებდა, რომ ეს იყო მხოლოდ ავარია

სექტემბერი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"შემთხვევიდან რამდენიმე საათში, თორნიკე მერებაშვილის მამასთან, მერაბ მერებაშვილთან მივიდა პოლიციის ერთ - ერთი მაღალჩინოსანი და ეუბნება, რომ ეს იყო ავარია და მეტი არაფერი", - ამის შესახებ რადიო "მოზაიკასთან" გადაცემაში "თვითმმართველობის დრო" საია - ს ადვოკატმა, რევაზ რევაზაშვილმა განაცხადა.

"პოლიციის მაღალჩინოსანმა ეს განაცხადა ეს იმ დროს, როცა აუცილებელი გამოძიების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჩასატარებელი - ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს, პროკურორის პოზიცია უცნობია. ჩვენი ინფორმაციით, ეს ადამიანი ისევ მუშაობს ამ უწყებაში. ის ამ საქმეში არც უნდა ყოფილიყო საერთოდ ჩართული, მაგრამ ჩვენთან ხომ იცით როგორია პრაქტიკა. წესით, საქმეში უნდა იყოს ჩართული მხოლოდ პროკურორი და მისი გამომძიებელი, მაგრამ, ჩვენთან, ხშრად მთელი პოლიციაა ჩართული. როდესაც შემთხვევა ახალი მომხდარია და ამ დროს მოდის პოლიციის მაღალჩინოსანი და გეუბნება, ეს იყო უბრალოდ ავარია, გიჩნდება კითხვა - რატომ? ამ კითხვაზე კი პასუხს ვერავინ გცემს. ჩვენი პასუხი არის ამ თემაზე ის, რომ ალბათ, თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული გამოძიების წაყვანა. მაშინ გვითხრას, რა აძლევდა ამის თქმის საფუძველს. ამიტომ ჩნდება განცდა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ვიღაცისთვის ხელის დაფარებას", - აცხადებს რევაზ რევაზაშვილი

სოფელ ხელთუბანში, თორნიკე მერებაშვილი, საეჭვო ვითარებაში 6 ივლისს გარდაიცვალა

Read 1804 times Last modified on Last modified on სექტემბერი 23 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი