დეპუტატი თენგიზ ხუბულური კანონს არღვევს

იანვარი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია განაახლა, სადაც სრულყოფილად არ არის მითითებული მისი შემოსავლები. რადიო "მოზაიკასთან" საუბარში, თენგიზ ხუბულური აცხადებს, რომ მხოლოდ პარლამენტის წევრობის ხელფასი აქვს, რომელმაც დეკლარაციის მიხედვით, ერთი წლის მანძილზე ჯამში 56 865 ლარი შეადგინა. 

თენგიზ ხუბულური ადასტურებს, რომ თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან. მათ შორის, ძიუდოს სპორტული კლუბ ლომჭაბუკთან. ამ ორგანიზაციაში დეპუტატს დირექტორის პოზიცია უკავია. თუმცა ამ სამსახურის შესახებ, პარლამენტარის დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი. 

"ჩემი ერთადერთი შემოსავალი არის პარლამენტარის ხელფასი. კი, ვთანამშრომლობ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, თუმცა უხელფასოდ. ერთადერთი, ძიუდოს სპორტულ კლუბში ვარ დირექტორი, თუმცა იმდენად მცირე ანაზღაურებაზე, რომ ეს დეკლარაციაში შესატანი არ არის. რაც შეეხება ამ პოზიციაზე მუშაობას, ამას კანონი არ მიკრძალავს", - გვითხრა ხუბულურმა. 

1

საკითხთან დაკავშირებით განმარტება საია-ს ვთხოვეთ. ორგანიზაციის წარმომადგენელ ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს კანონდარღვევას. 

"გარდა შემოქმედებითი, პედაგოგიური საქმიანობისა, საჯარო მოხელეს არა აქვს უფლება, მუშაობდეს ხელმძღვანელის პოზიციაზე, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციაში და ბიუროს მიერ, დეკლარაციის შევსებისას, ამაზე უნდა იყოს ყურადღება გამახვილება. ყოველივე ამაზე კი პარლამენტმა შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს", - გვითხრა საიას გორის ოფისის ხელმძღვანელმა. 

Read 1239 times Last modified on Last modified on იანვარი 25 2018
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი