მაკრახიძე: ქუთაისში დეპუტატების მგზავრობა-დაბინავება 2 მლნ ნახევარი ჯდებოდა

სექტემბერი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე მიესალმება 2019 წლიდან, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადასვლის ინიტიატივას და ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით საბიუჯეტო თანხები დაიზოგება. 

" 2 მლნ ნახევარი უჯდება წელიწადში ქვეყანას ის ხარჯი, რაც დეპუტატებს ქუთაისში გამგზავრებასა და დაბინავებისთვის სჭირდებათ. პირადად მე, საწვავსა და სასტუმროში თვეში საშუალოდ 1000 ლარი მეხარჯება."-ამბობს მაკრახიძე. 

მიმდინარე წლიდან პარლამენტის რიგითი წევრი სარგოს სახით, ნაცვლად 3790 ლარისა თვეში 4623 ლარს იღებს.   მიმდინარე წლამდე, 3790 ლარიან გასამრჯელოდან , 1790 ლარი უფლებამოსილების განხორციელების თანხას, დარჩენილი 2000 ლარი კი პარლამენტარის თანამდებობრივ სარგოს წარმოადგენდა.  გასულ წელს დეპუტატები ქუთაისში ბინის დაქირავების ხარჯებისთვის საცხოვრებლის კომპენსაციის დანამატსაც იღებდნენ -  667 ლარის ოდენობით. 2018 წლის იანვრიდან ეს დანამატები გაუქმდა, თუმცა დეპუტატების შემოსავალი უცვლელი დარჩა - რადგანაც ამ თანხამ პარლამენტართა საბაზო ხელფასებში გადაინაცვლა.

კითხვას, უნდა შემცირდეს თუ არა პარლამენტის წევრის გასამრჯელო, საკანონმდებლო ორგანოს თბილისში განთავსების გამო, მაკრახიძე ასე პასუხობს:

"დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ დეპუტატებს ხომ მოუწევთ თბილისში ჩამოსვლა-დარჩენა, მათ ხომ ექნებათ იგივე ხარჯი, რაც ახლა ჩვენ გვაქვს? რა გამოვა ახლა, მათ იგივე დაუტოვონ და ჩვენ შეგვიმცირონ? საერთოდ, პარლამენტის წევრს ბევრი ხარჯი აქვს და პარლამეტის თბილისში გადასვლით პარლამენტარების ანაზღაურების შემცირება არ იქნება სწორი"-აცხადებს გორის მაჟორიტარი დეპუტატი. 

Read 1226 times Last modified on Last modified on სექტემბერი 23 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი