Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018 12:32

თეა ადუაშვილის სახლის მშენებლობის დასასრულებლად 2500 ლარი შეგროვდა 

Rate this item
(0 votes)

თეა ადუაშვილის მხარდასაჭერ კონცერტს 100-მდე ადამიანი დაესწრო.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ანგარიშის ნომერზე საერთო ჯამში 2500 ლარი დაირიცხა. თეა ადუაშვილის თქმით, ეს თანხა სახლის გადახურვის დასრულებისთვის საკმარისია. 

“მადლობელი ვარ, ვინც ერთი ლარი მაინც გაიღო ჩემს დასახმარებლად, ამ ეტაპზე სახურავის პრობლემა მოგვარდება და საწუწუნო აღარაფერი მაქვს. ყველას მადლობას ვუხდი თანადგომისთვის. კონცერტის ორგანიზატორებს, მომღერლებს“, - ამბობს თეა ადუაშვილი. 

თეა ადუაშვილის მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა ოთო ნემსაძემ, ბაკურ ბურდულმა, დუტა სხირტლაძემ, ნონა გიუნაშვილმა და ნუკა მარგველაშვილმა მიიღო. 

Read 2201 times Last modified on ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018 12:35