საია: ენმ-ის ინიციატივაში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები იკვეთება

სექტემბერი 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა საარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.

"საიამ" შიდა ქართლში რამდენიმე დარღვევა გამოავლინა, ერთ - ერთი ნაციონალური მოძრაობის მიერ მოქალაქეებისთვის გარანტიის სერტიფიკატების დარიგებას ეხება. საიამ აღნიშნული ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტად მიიჩნია და საკითხის შესწავლის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა. 

“ამ ნაწილთან დაკავშირებით ჩვენი დაინტერესება გამოიწვია იმან, რომ არ არის ნათლად გამოკვეთილი ამ სერტიფიკატებში, სამომავლოდ როგორ აპირებენ მოქალაქეებისთვის დაპირებული კომპენსაციების გადახდას, რა წესის დაცვით მოხდება და იქნება თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები გამოკვეთილი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტს“, - ამბობს “საიას“ გორის ოფისის ხელმძღვანელი, ქეთი ბებიაშვილი. 

ნაციონალურმა მოძრაობამ “გარანტიის სერტიფიკატების“ მოქალაქეებისთვის დარიგება მიმდინარე წლის 29 მაისს დაიწყო. ამ ინიციატივის თანახმად, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პარტია გეგმავს “ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საბანკო სექტორისგან დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაუროს, ასევე, საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ვალების გადახდაზე 2 წლიანი მორატორიუმი გამოაცხადოს.

Read 1203 times Last modified on Last modified on სექტემბერი 24 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი