ვასილისა ჯაბახიძე: ივანიშვილის დაპირება ვალების გადახდაზე არ იყო მოსყიდვა?

სექტემბერი 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საიას გორის ოფისის მიერ გაკეთებულ განცხადებას ენმ-ის წევრი ვასილისა ჯაბახიძე გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია ტენდენციურ პოზიციებს აფიქსირებს და ენმ - ს მიერ შემუშავებულ პროექტის შინაარსს არ იცნობს.

"მინდა საიას შევახსენო, რომ როდესაც ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ, მიმდინარე წლის მარტში არც საარჩევნო კამპანია იყო დაწყებული და არც არჩევნების თარიღი იყო ცნობილი. ვფიქრობ, საია ობიექტურად არ მოქმედებს, როდესაც 2012 წელს, იპოთეკური სესხების დაფარვას ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ჯიბიდან ჰპირდებოდა ამომრჩეველს, ჩვენი საგარანტიო ბარათები კი გარკვეული ფაქტების გამოვლენის მიზნით (სოციალურის მოხსნა მაგალიათად), აღწერის ჩატარებას და მოსახლეობისთვის უკანონოდ დარიცხული დავალიანების გასასტუმრებლად საჭირო/სავარაუდო თანხის დადგენას გულისხმობს", - აღნიშნა ვასილისა ჯაბახიძემ.

Read 1051 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი