Print this page

გოგა აფციაური: გაყინული მშვიდობა არ არის სტაბილურობის მომტანი

სექტემბერი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებასა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში ჟურნალისტების როლზე გადაცემაში "კავშირგაბმულობა" ისაუბრა.

მისი აზრით, არსებული მდგომარეობის ფონზე, კონტაქტების დამყარება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ურთიერთობები, მისივე განმარტებით, კონფლიქტს ხელს მინიმალურ დონეზე მაინც უშლის.

"ნებისმიერ დროს შეიძლება ისევ აფეთქდეს ვითარება და ადამიანებმა ისევ განიცადონ მსხვერპლი. მშვიდობის მშენებლობის პროცესში ჩემი პირადი საქმიანობა ის არის, რომ ჟურნალისტიკას ვაკეთებ, ტექსტებს ვწერ და რაღაცნაირად ვცდილობ, რომ რაც კონფლიქტს გააღვივებს, თავიდან ავიცილო, არ ვიმეტყველო სიძულვილის ენით, კონტაქტი შევინარჩუნო მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობასთან, ესენი იქნებიან სამოქალაქო აქტივისტები თუ ჟურნალისტები, ხანდახან რაღაც გამოგვდის. მესმის, რომ პოლიტიკური კონტექსტი ორივე მხარეს რთულია.პოლიტიკა ჩიხშია შესული და ამ დროს შეიძლება ადამიანებმა უფრო მოვნახოთ საერთო ენა, ურთიერთპატივისცემით, ურთიერთგაგებით, შეიძლება ბევრ რამეში ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ ყოფით ურთიერთობებში შესაძლოა ვისაუბროთ ისეთ თემებზე, სადაც საერთო შეხების წერტილებს ვიპოვით", - აღნიშნა გოგა აფციაურმა.

Read 720 times