ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ადგილობრივი წერს. მინდია გოდერძიშვილის ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილს სურვილი აქვს, რომ სათვალთვალო კამერა ყველა სკოლასთან დამონტაჟდეს.
"შევაგროვე ხელმოწერები თემაზე - განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს საგზაო მოძრაობის რეგულირებას მე - 6 საჯარო სკოლის მიმდებარედ. ვდებ დამადასტურებელ ფოტოს, რადგან რამდენიმე ადამიანს შევატყვე შეშფოთება - რაზე ვაწერთ ხელსო.... ვერც გავამტყუნებ ვერავის იქიდან გამომდინარე, რომ ათასი ჯურის ავანტიურისტი აგროვებს ხელმოწერებს გაურკვეველი მიზნით. აქვე დავძენ, რომ კარგი იქნება ამუშავდეს ვიდეოკამერები ქალაქში და დამატებით დამონტაჟდეს ყველა სკოლასთან. მოგეხსენებათ, მოზარდების რთული ხასიათი და უპასუხისმგებლო მძღოლების სიმრავლე აშკარაა ჩვენს პერსპექტიულ ქალაქ გორში", - წერს მინდია გოდერძიშვილი.