Back to Top
სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018 15:03

მაკრახიძე: არც "შარასთან" და არც "იბოლიასთან" შეხება არ მაქვს

Rate this item
(0 votes)

“ქარელის მუნიციპალიტეტში მუშაობს “იბოლია“, არ ვიცი იქ “შარა“ რა შუაშია", - ასე გამოეხმაურა იოსებ მაკრახიძე შპს “შარას“ შესაძლო დაჯარიმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, აღნიშნულ კომპანიასთან შეხება არ აქვს. 

“მე შეხება არ მაქვს არც “შარასთან“ და არც “იბოლიასთან“. არ მაქვს ინფორმაცია შესაძლო დაჯარიმებაზე. მე ბოლო ათი წლის მანძილზე არ დავჯარიმებულვარ, ყოველთვის თავის დროზე ვასრულებ სამუშაოებს და ვაბარებ“, - განაცხადა დეპუტატმა.

შპს-ში "შარა" დეპუტატ იოსებ მაკრახიძის მეუღლე, ციცინო კალანდაძე 33%-იან წილს ფლობდა, მაისში კი მეუღლის წილი, დეპუტატმა შვილს გადააბარა.

Read 1183 times