mukilurji640X90

გუბერნატორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

სექტემბერი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ორგანიზაციებმა გუბერნატორს მათი საქმიანობა და ის პროექტები გააცნეს, რომელსაც ამჟამად რეგიონში ახორციელებენ. 

შეხვედრას გორის “დემოკრატიის სკოლის“ კოორდინატორი ზაზა ჭიპაშვილი ესწრებოდა, მისი თქმით გუბერნატორმა მათთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. 

“საინტერესო შეხვედრა იყო, გუბერნატორს გავაცანით ჩვენი პროექტები, რასაც ვახორციელებთ ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასევე ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, მიუსაფარი ცხოველების თემაზეც. გუბერნატორმა ამ კუთხით შემოგვთავაზა, რომ გარკვეული რეკომენდაციები შევიმუშაოთ. ამის გარდა საუბარი იყო სხვა თემატურ საკითხებზეც და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში გაგრძელდება", - განაცხადა ზაზა ჭიპაშვილმა.

გუბერნატორთან შეხვედრას ნაყოფიერად აფასებს გორის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ კოორდინატორი, ნინო გიორგაძე. მისი თქმით, გუბერნატორისგან საინტერესო რეკომენდაციები მოისმინეს.

“ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, გუბერნატორი ისეთ კითხვებს სვამდა, სადაც იკვეთებოდა, რომ რეგიონის საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკა აქვს. ძირითადად გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო, ერთმანეთს ჩვენი რეკომენდაციები გავუზიარეთ.“ 

შეხვედრას 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. შიდა ქართლის გუბერნატორმა მსგავსი სახის შეხვედრა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთანაც გამართა.

Read 373 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი