კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ახალგაზრდებს დაფინანსების მისაღებად ვადა 5 ოქტომბრამდე აქვთ 

სექტემბერი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წელს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, სოციალური პროგრამის ფარგლებში დააფინანსებენ.

დადგენილების მიხედვით, ის სტუდენტები დაფინანსდებიან, რომლებმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიიღეს. ასევე დაფინანსდებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 

"ამ დროისთვის, დაახლოებით, 70-მდე განცხადებაა შემოსული. 2008 წლის შემდეგ ყოველ წლიურად 100-მდე სტუდენტის დაფინანსება ხდება. ეს არის იგივე სახელმწიფო გრანტი, რომელიც განისაზღვრება 2250 ლარით. სტუდენტებს 4 წლის საფასული სრულად უფინანსდებათ“, - განაცხადა სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციის განათლების სამსახურის წარმომადგენელმა, სოსო ცოტნიაშვილმა

დაფინანსების მისაღებად 5 ოქტომბრამდე განცხადებით უნდა მიმართონ სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს პირადობის მოწმობის ასლი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ასლი.

Read 893 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი