Back to Top
ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018 13:58

ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებულ კვლევაზე გორში შეხვედრა გაიმართება

Rate this item
(0 votes)

ხვალ კვლევასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა გორის უნივერსიტეტში, 14:00 საათზე , აუდიტორია N214 -ში გაიმართება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და სხვა დონორი ორგანიზაციების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევას (MICS) ჩაატარებს. 
კვლევის ფარგლებში გათვალისწინებულია 2-7 წლის ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრაც და წყლის სინჯების აღება.

კვლევის განხორციელებამდე დაგეგმილია თემის მობილიზაციის და ცნობიერების ამაღლების კამპანია საქართველოს 10 რეგიონში, რომელსაც #სიდა განახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

Read 772 times