ომბუდსმენი გორში - მოსახლეობას 2 თვის დავალიანებას გადახდა ერთად მოუწევს

იანვარი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორი-გაზის აბონენტების ნაწილს, ენერგო ომბუდსმენის დახმარებით დაწყებული სამართლებრივი დავის  დადებითად დასრულების იმედი არ აქვს, რადგან, როგორც ამბობენ, თითქმის ერთი Tვის განმავლობაში, საკუთარი სიმართლე ვერ დაამტკიცეს. ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ საჩივრის დაწერის მიუხედავად, ჩაჭრილი ბუნებრივი აირის მიწოდების აღსადგენად, საკუთარი ძალებით ბრძოლა მოუწია. ისინი ფიქრობენ, რომ ერთადერთი, რაც ამ დავის პროცესში შეიცვალა ისაა, რომ იანვრის ბოლოს ორი თვის დავალიანების ერთად გადახდა მოუწევთ. 

ენერგოომბუდსმენი გორი-გაზის 260-მდე უკმაყოფილო აბონენტის დახმარებას ვერ შეძლებს, რადგან საჩივრებში არასწორი ინფორმაცია იყო დატანილი და დახარვეზებულად ჩაითვალა. სალომე ვარდიაშვილმა მომხმარებლებს ეს ინფორმაცია გორში გამართულ პრესკონფერენციაზე მიაწოდა. ის სპეციალურად მომზადებული პრეზენტაციით ჩამოვიდა და აპარატში დასრულებული პირველადი ანალიზის დეტალური შედეგები წარმოადგინა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ხარვეზებზე, რაც კონკრეტული განცხადებების ინდივიდუალური შესწავლის შედეგად დაფიქსირდა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციას, 10-მდე მოქალაქე ესწრებოდა. მას შემდეგ, რაც ენერგო უფლებადამცველისგან შეიტყვეს, რომ პარალელები 2016 წლის დეკემბრისა და 2017 წლის დეკემბრის თვეების ჩვენებებს შორის ევალება, უკმაყოფილება გამოთქვეს და განაცხადეს, რომ  დავის გაგრძელებას აზრი არ აქვს.

სალომე ვარდიაშვილმა აღნიშნა, რომ  საზოგადოებას, კვლევის შემაჯამებელ შედეგებს, ისევ პრეზენტაციის სახით უმოკლედ დროში მიაწვდის. მედიის წარმომადგენლებთან გაკეთებული პრეზენტაციის შემდეგ, ენერგოომბუდსმენი გორის მერს შეხვდა. საუბარი კი, დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

Read 3225 times Last modified on Last modified on იანვარი 25 2018
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი