კოვზიაშვილი: ბაღს მიღმა დარჩენილი ბავშვების უმრავლესობა 2 წლამდე ასაკისაა

სექტემბერი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“ბაღებიდან სტატისტიკა არის ასეთი, რომ არასოდეს იმდენი ბავშვი არ არის ჯგუფში, რამდენიც სიაშია“, - განაცხადა რადიო “მოზაიკასთან“ საუბრისას ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა. 

მისი ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულების მიღმა დაახლოებით 146 აღსაზრდელი დარჩა.

“აქედან უმრავლესობა ისეთი ბავშვებია, რომლებსაც 2 წელი არ ჰქონდა შესრულებული და ამის გამო არ მივიღეთ. დანარჩენი ბავშვები არიან რეზერვში, ასეთ შემთხვევაში ბავშვებიდან უპირატესობას სოციალურად დაუცველ ოჯახებს მივანიჭებთ. რაც შეეხება ჯგუფებში ბავშვების ნორმით დადგენილი რაოდენობის გადაჭარბებას, გეტყვით, რომ ჯგუფში შეიძლება ერთი - ორი ბავშვით მეტი ირიცხებოდეს, მაგრამ სტატისტიკა ბაღებიდან არის ის, რომ ყოველდღიურად იმდენი ბავშვი არასოდეს დადის, რამდენიც სიაშია. ჯერ კიდევ მიმდინარეობს გარკვეული პროცედურები ამ კუთხით, რადგან ზოგი ბავშვი ვერ ეგუება ბაღს და უკან გაჰყავს მშობელს, არის შემთხვევებიც, როცა ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო, 5 დღე გაცდენის შემთხვევაში, თუკი მშობელი ექიმის ცნობას ვერ წარმოადგენს, ხდება ამ ბავშვი გარიცხვა, მის ადგილას კი სხვა ბავშვი ჩაირიცხება“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილი.

Read 868 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი