ცხინვალის თეატრი სეზონს 28 სექტემბერს გახსნის

სექტემბერი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, დასი, მაყურებლის წინაშე, გოჩა კაპანაძის რეჟისორობით, სპექტაკლით “ალი და ნინი“ წარდგება. 

“ეს სპექტაკლი პირველად დაიდგა ყურბან საიდის ცნობილი რომანის მიხედვით, “ალი და ნინო“, ცხინვალის თეატრის მსახიობების მონაწილეობით. უახლოეს მომავალში თეატრის დასი გერმანიაში მიემგზავრება, შემდეგ აზერბაიჯანში. სურვილი გვაქვს, რომ ეს სპექტაკლი გორის თეატრშიც ვითამაშოთ“, - ამბობს რეჟისორი, გოჩა კაპანაძე. 

ბილეთების გაყიდვა 27 სექტემბრიდან რუსთაველის თეატრის სალაროებში დაიწყება.

Read 632 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი