Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018 18:14

გორელმა მოკრივეებმა 5 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

Rate this item
(0 votes)

გურჯაანში გამართულ ღია პირველობაზე კრივში, რომელშიც კახეთის რეგიონის ყველა ქალაქის გუნდი ასპარეზობდა, მიწვეული იყო ვარიანის გიორგი კანდელაკის სკოლის გუნდიც. 

ვარიანელმა სპორტსმენებმა გურჯაანის რინგზე გამოსვლა 5 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით დაასრულეს.

შეჯიბრების გამრჯვებულები გახდნენ: გიორგი სეხნიაშვილი (28 კგ), ნიკოლოზ ბუზალაძე (30), თორნიკე ალავერდაშვილი (32), გიგა ბურნაძე (44), შენგელი ზუბაშვილი (49). მეორე ადგილები დაიკავეს თამაზ კოპაძემ (42) და ვიქტორ ოქროპირიძემ (46). 

გუნდი შეჯიბრებისთვის მოამზადეს მწვრთნელებმა გიორგი კობახიძემ და გელა სხირტლაძემ.

Read 1490 times