Back to Top
ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018 18:17

იოსებ მაკრახიძის დაზღვევის თანხამ წელს 673 ლარი შეადგინა

Rate this item
(0 votes)

პარლამენტის ინფორმაციით, გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა სადაზღვეო თანხის სახით წელს 673 ლარი მიიღო.

როგორც იოსებ მაკრახიძემ რადიო "მოზაიკასთან" საუბარში განმარტა, სამედიცინო ცენტრს თვეში ერთხელ პროფილაქტიკის მიზნით მიმართავს. ამბობს, რომ ჯანსაღი წესით ცხოვრობს და ჯანმრთელობის პრობლემებიც ნაკლები აქვს.

"სიგარეტი არასოდეს მომიწევია და არც მოვწევ. თვეში ერთხელ მივდივარ პოლიკლინიკაში იმ დაზღვევით, რაც პარლამენტიდან მაქვს და ვაკონტროლებ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას. წნევები მაწუხებს და საჭირო წამლებს ვაწერინებ ხოლმე", -ამბობს იოსებ მაკრახიძე.

Read 1319 times