Back to Top
ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018 16:31

ხუბულური: ზაზა სარალიძე მკვლელის დასჯას კანონის დაცვით უნდა ითხოვდეს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის თანამშრომელი შმაგი ხუბულური სოციალურ ქსელში მის მიერ დაწერილი პოსტის შინაარსს განმარტავს და ამბობს, რომ ზაზა სარალიძის მოთხოვნა ლოგიკურია, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებით.

"ამ საქმის გამოძიება და მკვლელების დასჯა არა მხოლოდ სარალიძეს, არამედ მთელ საქართველოს უნდა, მაგრამ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს მოთხოვნა უნდა იყოს კანონის გვერდის ავლით, ან რაღაც ზეწოლით. მე ვფიქრობ, რომ სამართლის უზენაესობის დამკვიდრება არის ერთ - ერთი მთავარი პრიორიტეტი და თავისთავად, მკვლელის დასჯაც არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მაგრამ ყველაფერი უნდა მოექცეს კანონის ფარგლებში“, - უთხრა რადიო „მოზაიკას“ შმაგი ხუბულურმა

გორის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის წარმომადგენელმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ზაზა სარალიძემ პოლიციელის შეფურთხებით კანონს, მის უზენაესობას, სამართალს, მორალს, თანასწორობას შეაფურთხა“.

Read 1379 times Last modified on ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018 16:43