ლექსო მერებაშვილი: გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა ხელისუფლებისგან უყურადღებობაზე ჩივის

სექტემბერი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ადამიანების უფლებათა ცენტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში იმყოფებოდა.

ცენტრის წარმომადგენლის, ლექსო მერებაშვილის ინფორმაციით, გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა ხელისუფლებისგან უყურადღებობას უჩივის.

“ადამიანების უფლებათა ცენტრი პერიოდულად აწყობს გასვლებს , ამჯერად ჩვენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვიყავით. ასეთ სოფლებში, როგორც წესი, არის ხოლმე გავლებული მავთულხლართები, მაგრამ არის ადგილები, სადაც ვერ არკვევს ადგილობრივი მოსახლეობა, სად მთავრდება ეს ე.წ გამყოფი ხაზი და ხშირ შემთხვევაში, ამას უკავშირდება ხოლმე დაკავებები. ძირითადად იკვეთება ისეთი პრობლემები, როგორიცაა სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემა, ასევე უჩივიან ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობას. ჩვენ ასევე ვიყავით გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დირბში, ბერშუეთსა და კირბალში, სადაც იგივენაირი პრობლემებია, რაც დანარჩენ სოფლებში“, - ამბობს ლექსო მერებაშვილი.

Read 805 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი