Back to Top
პარასკევი, 26 იანვარი 2018 16:04

გორის მერიას 7 დამლაგებელი ეყოლება

Rate this item
(0 votes)

 

გორის მერია ხელშეკრულებით კიდევ 8 ადამიანს აიყვანს. აქედან ერთი თანაშემწის პოზიციაზე დასაქმდება და შესული კორესპონდენციების წარმოება, ანალიზი და სხვადასხვა მიმარულებით შესრულებული სამუშაოების კონტროლი დაევალება. ხელშეკრულებით აყვანილ დანარჩენ 7 პირს კი გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დაგვა-დასუფთავება დაევალებათ.
მიმდინარე მონაცემებით, მერიაში ხელშეკრულებით 5 ადამიანია დასაქმებული, 7 პოზიციაზე კი ღია კონკურსია გამოცხადებული.

უწყებაში მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ზედმიწევნით შესასრულებლად დამატებით 8 პირის ხელშეკრულებით აყვანა ესაჭიროებათ. თუმცა, ამის შესაძლებლობას მთლიან საშტატო რიცხოვნობასთან მოყვანილი ციფრები არ აძლევთ. უფრო კონკრეტულად კი, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით შტატგარეშე დასაქმებული ადამიანების რიცხივნობა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი საშტატო რაოდენობის 5%_ს.
ამ ეტაპზე მერიისა და საკრებულოს აპარატის მთლიანი საშტატო რაოდენობა 307 ერთეულს შეადგენს, ამ რაოდენობის 5% კი 15,35 ერთეულია.
გორის მერიაში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ, თანხმობა,საკრებულოს უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე დაადასტურა. შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა კი, სულ მალე 24 იქნება. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას.

Read 2155 times Last modified on პარასკევი, 26 იანვარი 2018 16:23