ოქრუაშვილი: ივანიშვილი დაკარგულ 800 მლნ დოლარს მარიხუანას კულტივაციით ამოიღებს

სექტემბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს 2015 წელს, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია "რაპტორის" აქციებით ვაჭრობისას დაკარგული 800 000 მილიონი დოლარი მარიხუანას ექსპორტირებით მიღებული შემოსავლით აინაზღაუროს.

როგორც ოქრუაშვილი ამბობს, მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი მთავრობას უკან არ გაუხმია და მასზე მსჯელობას არჩევნების შემდეგ აუცილებლად განაახლებენ. 

"ყველაფერი ძალიან მარტივადაა. მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტი უკან არ გაუხმიათ. მისი განხილვა გადადეს ანუ დროებით შეაჩერეს და მალე განაახლებენ. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, განაახლებენ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და აუცილებლად განაახლებენ, თუ არჩევნებს მოიგებენ. ნათლად გამოჩნდა, რომ მარიხუანის კულტივაციის ინიციატორი პირადად ბიძინა ივანიშვილია და ამ საკითხს დღევანდელი ხელისუფლება (მათივე კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ) უყურებს როგორც დამატებითი ფულის შოვნის საშუალებას. ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ მარიხუანის კულტივაციაზე საუბრისას სიტყვას "სამედიცინო მიზნებისთვის" იშვიათად და დროდადრო იყენებენ იმის მიხედვით, თუ რამდენად არის საზოგადოებაში პროტესტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში მარიხუანის, როგორც ნარკოტიკის გაყიდვას ფიქრობენ.

მეუფე იაკობის გულში ნახევრად მჯიღით საუბარი, რომ შემპირდნენ, რომ განხილვას აღარ განაახლებენ და მე ვერ გადამაგდებენო, ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელია. ბიძინამ თუ მოინდომა, მაგას კი არა, სინოდის მთელ შემადგენლობას გადააგდებს (საკუთარი გამოცდილებით ვამბობ). თანაც, აუცილებლად გადააგდებს. რადგან პირველად მოუხდა უკან დახევა ეკლესიასთან, თანაც გადაგდება მისი ერთადერთი საქმეა, რაც ყველაზე კარგად გამოსდის.

2015 წელს ამერიკული ფარმაცევტული კომპანია "რაპტორის" აქციებით ვაჭრობისას ივანიშვილმა 800 000 მილიონი ნაღდი ფული დაკარგა - ანუ მისი ქონების 20% და შესაძლოა, მისი ფულადი რესურსების 50%. ამაზე ბევრი ეხვეწა ჯერ ამერიკელებს - უკან დამიბრუნეთო, შემდეგ ჟენევის სასამართლოში ედავა მის ბანკირს, მაგრამ უკან ვერაფერი ამოიღო. მის მორღვეულ ჯიბეს, ფაქტია, ვერც სიგარეტის თითო კოლოფიდან ამოღებული 2,5 თეთრი შეავსებს და ვერც ჩვენი ჯიბიდან ლარის გაუფასურებით ამოღებული ფული. ასე, რომ მის ჯიბეს შევსება სჭირდება. რით? მარიხუანით. "წამლის ბარიგებს" ხალხი იმიტომ ვერ იტანს, რომ ისინი წამლის კი არა "სიკვდილის გამყიდველები" არიან. ანუ, ჩვენი ქვეყანა მალე "სიკვდილის ექსპორტს" დაიწყებს იმისათვის, რომ ივანიშვილის მორღვეული ჯიბე შეივსოს. ყველაფერი ასე მარტივადაა", - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი

Read 1175 times Last modified on Last modified on სექტემბერი 28 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი