ოქრუაშვილი: ბიძინამ თუ მოინდომა, მთელ სინოდს გადააგდებს

სექტემბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადება, რომლის მიხედვითაც მთავრობა მარიხანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტს აღარ განიხილავს, "ღიმილის მომგვრელია".

"მეუფე იაკობის გულში ნახევრად მჯიღით საუბარი, რომ შემპირდნენ, რომ განხილვას აღარ განაახლებენ და მე ვერ გადამაგდებენო, ცოტა არ იყოს ღიმილის მომგვრელია. ბიძინამ თუ მოინდომა, მაგას კი არა, სინოდის მთელ შემადგენლობას გადააგდებს (საკუთარი გამოცდილებით ვამბობ). თანაც აუცილებლად გადააგდებს. რადგან პირველად მოუხდა უკან დახევა ეკლესიასთან, თანაც გადაგდება მისი ერთადერთი საქმეა, რაც ყველაზე კარგად გამოსდის". - აცხადებს ოქრუაშვილი.

Read 1168 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი