ალიკა მაკრახიძე: ახალი ხელმძღვანელი დღეს გავიცანით

სექტემბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“როგორც გვითხრეს, გივი კობახიძეს სხვა სამსახურში გადაიყვანენ, თუმცა სად, ეს არ ვიცი“, - განაცხადა რადიო “მოზაიკასთან“ საუბრისას კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსანდრე მაკრახიძემ

“ახალი ხელმძღვანელი დღეს გავიცანით, ახალგაზრდა ბიჭია, ბაჩო ჰქვია. გორის მერმა წარადგინა თანამშომლებთან. გივი კობახიძეს, როგორც ვიცით, სხვა სამსახურში გადაიყვანენ, თუმცა სად ჩვენთვის უცნობია“, - ამბობს მაკრახიძე.

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობს სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გივი კობახიძე გორის მერმა დღეს გაათავისუფლა. აღნიშნულ თანამდებობას კობახიძე გასული წლის მაისიდან იკავებდა.

Read 887 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი