მერის მიღების საათები და მოქალაქეთა განწყობები

იანვარი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

„ხალხს არა აქვს ინფორმაცია, როდის აქვს მერს მიღების საათები, რადგან არ გაჟღერებულა ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით“, - მოსახლეობის ნაწილის თქმით,  ქალაქის მერს არჩევნებუის შემდეგ აღარ შეხვედრია. ზოგიერთი მთგანისთვის ისიც უცნობია, თუ როდის მასპინძლობს მოქალაქეებს ქალაქის პირველი პირი სამუშაო ოთახში.

 

„ერთ დღეს დამჭირდა მერთან შეხვედრა, თუმცა არ ვიცოდი, რომელ დღეს უნდა მივსულიყავი, სხვა დღეს მივედი და ვერ შევხვდი“, - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.

იმ მოქალაქეებს, რომლებისთვისაც მერიაში მიღების საათები ცნობილია, მიაჩნიათ, რომ კვირაში ერთი დღე მათი პრობლემების განსახილველად საკმარისი არ არის.

„ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, კვირაში ორი ან სამი დღე იყოს გამოყოფილი მერთან შესახვედრად.“

გორის მაცხოვრებლების ნაწილი კი ფიქრობს, რომ მერი პირადად უნდა ინტერესდებოდეს მოქალაქეების პრობლემებით და მათ ადგილზე სისტემატურად უნდა აკითხავდეს.

„დაახლოებით ორი წელია, აღარ მიმიმართავს მერიისთვის, რადგან აზრი არა აქვს, ჩვენი პრობლემებით მაინც არ ინტერესდებიან.“

„ვერ დავეთანხმები იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამბობენ რომ მერთან შეხვედრას ვერ ახერხებენ, რადგან მერის კარი ყველა მოქალაქისთვის ღიაა და მზად ვართ ნებსმიერ საკითხზე გავცეთ პასუხი.“- გვეუბნება მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნათია მდინარაძე.

გორის მერი მოქალაქეებს ოთხშაბათობით, 14:00 საათიდან ღებულობს. მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ მოსახელობის მხრიდან მერისთვის ხმის მიწვდენის კუთხით, ბარიერები არ არსებობს და ქალაქის პირველ პირთან შეხვედრა პრობლემას არავისთვის არ წარმოადგენს.

„ქალაქის მერი ძალიან ბევრს მოძრაობს - გასულია ქალაქშიც და სოფლებშიც, აქტიურად ხვდება მოქალაქეებს და მაქსიმალურად ცდილობს, მათთვის საინტერესო კითხვებს პასუხი გასცეს.“

გორის მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს პერიოდში ოფიციალური საიტის ამუშავებასაც გეგმავს, რომლის საშუალებითაც მერთან მიღებაზე ჩაწერა მოქალაქეებს ონლიან რეჟიმში შეეძლებათ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა ყველას ერთნაირად არ აქვს, ამ სერვისის გამოყენება საზოგადოების მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს შეეძლება.

Read 1758 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი