შიდა ქართლის საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია 30 სექტემბერს გაიმართება

სექტემბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის შესახებ მომზადებული საიმიჯო ვიდეორგოლის პრეზენტაცია 30 სექტემბერს გორის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართება. 


კლიპი შიდა ქართლის ქართლის რეგიონის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

“დაგეგმილია კლიპის პრეზენტაცია შიდა ქართლის შესახებ, რომელიც ჩვენი მხარის სავიზიტო ბარათი გახდება და ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს” - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

30 სექტემბერს, სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამ ლოკაციაზე გაიშლება. ძირითადად დაიტვირთება კირიონ II - ის ქუჩა, შადრევანისა და ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია.

Read 421 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი