Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 29 სექტემბერი 2018 09:28

ვახტანგაშვილი: უსუფაშვილს პლაკატების გარეშეც ექნება ხალხის მხარდაჭერა

Rate this item
(0 votes)

“არათანაბარი ფინანსური პირობების გამო ქალაქში ნაკლებად არის დავით უსიფაშვილის პლაკატები“, - ასე უპასუხა რადიო “მოზაიაკას“ კითხვას, რატომ არ არის დავით უსუფაშვილის საარჩევნო პლაკატები ქალაქში, შენების მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო ვახტანგაშვილმა.

“საპრეზიდენტო კანდიდატისთვის მნიშვნელოვანია გონიერება, რომლითაც უნდა მართოს ქვეყანა, თუმცა ხშირად ფინანსური მხარე წყვეტს ყველაფერს. სამწუხაროდ, მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, ამომრჩეველს ურჩევნია ერთი ტომარა ფქვილის საფასურად გაყიდოს თავისი ხმა. ამა თუ იმ პარტიის ფინანსური შემოსავალი შეიძლება იყოს მწირი, და ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე, როცა ქალაქში დავით უსუფაშვილის პლაკატები ნაკლებადაა. თუმცა ამ მხრივ სიტუაცია აუცილებლად გამოსწორდება და არჩევნების ბოლომდე, პლაკატებიც გვექნება. ვფიქრობ, რომ უსუფაშვილის გვარი და სახელი ვისაც უნდა რომ შემოხაზოს, პლაკატის გარეშეც შემოხაზავს, იმიტომ, რომ ცნობადობა არ აკლია“, - განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა.

ვახტანგაშვილის თქმით, მათი პარტიის ფინანსური მხარე მთლიანად შემოწირულობებზეა დამოკიდებული.

Read 1335 times Last modified on შაბათი, 29 სექტემბერი 2018 10:22