სპორტული კვირეულის ფარგლებში რეგიონული ტურნირის გამარჯვებული გორის გუნდი გახდა

სექტემბერი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის დილას ფეხბურთელის, ფუტკარაძის სახელობის რეგიონალური ტურნირის გამარჯვებული გორის „გორი“ გახდა.

გუნდს საჩუქრად გარდამავალი თასი გადაეცა. გარდა ამისა, ორგანიზატორებმა დააჯილდოეს შეჯიბრების საუკეთესო ფეხბურთელიც და ბომბარდირიც. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

საქართველო ევროპის ყველაზე აქტიურ, სპორტულ კვირეულს წელს პირველად შეუერთდა. ქვეყნის სახელმწიფო დროშა ევროპის სპორტის კვირეულის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა.

23-30 სექტემბერს, ღონისძიებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ერთდროულად, 32 ქვეყანაში იმართება.

საქართველოში ღონისძიების კოორდინატორი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.

Read 553 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი