ერედვში, ნასახლარებზე ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება

იანვარი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დე-ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ ერედვში დევნილი ქართველების საცხოვრებელი სახლების ნგრევა და სოფლის ნანგრევებისაგან გაწმენდა გასულ წელიდან დაიწყო.  მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტერიტორიას დე ფაქტო სოფლის  მეურნეობის სამინისტროს გადასცემდნენ და საინვესტიციო პროგრამაში ჩასვამდნენ. თუმცა დღეს უკვე ე.წ. სამხრეთ ოსეთისმედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ამ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი უნდა მოეწყოს. ერედვიდან დევნილები ამბობენ, რომ სოფელში დანგრევას მხოლოდ სასაფლაო გადაურჩა. ამის შემდეგ კი  სოფლისაგან აღარაფერი დარჩება.

„იმის გარდა, რომ იქ არის ჩვენი მამაპაპეული სახლები, არის ჩვენი წინაპრების სასაფლაო, რომელიც ნებისმიერი იქ მაცხოვრებისათვის საპატივსაცემო ადგილს წარმოადგენს. ეს ნებისმიერი დევნილისათვის მიუღებელი და ამაზრზენი ფაქტია“

„უბრალოდ ჩვენი სახელმწიფოს და ქართველი ხალხის შეურცხყოფაა. ვინმემ ახსნას რატომ უნდა იყოს ნაგავსაყრელი ერედვის ტერიტორიაზე“, - აცხადებენ ერდველები

ერედვში ნაგავსაყრელის მოწყობის შესახებ თავდაპირველად ცხინვალის ე.წ. მერმა ალან კოჩიევმა განაცხადა. ოპტიმალურ ტერიტორიად მან სოფელი ერედვი დაასახელა. მურატ ჯიოევი, რომელიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში იღებს მონაწილეობს, ამბობს, რომ ნაგავსაყრელი ერედვის რაიონში მოეწყობა და არა უშუალოდ სოფელში.

 „თუ კარგად წაიკითხეთ, მითითებული იყო ერედვის რაიონი და არა თავად ერედვი. რაიონი, არ ნიშნავს ერედვის ადგილს. რაიონი დიდი ტერიტორიას მოიცავს. ერედვის ადგილზე არაფერია გადაწყვეტილი“,  - განაცხადა მურატ ჯიოევმა

დე ფაქტო ხელისუფლების განზრახვის შესახებ ინფორმაციას ფლობენ სახელმწიფო უშიშროების სამსახურში. საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ ცხინვალის ე.წ. ადმინისტრაციას ნაგავსაყრელის მოწყობასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები ჯერ გადაუდგამს

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამის შესახებ და ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ საკითხს. თუ რაიმე კონკრეტული დეტალი გამოიკვეთა დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს და სახელმწიფოს ინტერესებს, ჩვენ აუცილებლათ ვიმსჯელებთ სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებზე“ , - ამბობს კახა ქემოკლიძე

ცხინვალის ნაგავსაყრელის დახურვას და ახალი ტერიტორიის მოძიებას დე ფაქტო ხელისუფლება წლების განმავლობაში ცდილობდა.  ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო საშუალებების მიხედვთ, ნაგავსაყრელის მოწყობა მალე დაიწყება

Read 2786 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი