მარათონში "ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" გამარჯვებული გიორგი ცოტნიაშვილი გახდა

სექტემბერი 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისის გორის ოფისის ორგანიზებით გამართულ გარბენში 300-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

მათ შორის იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გარბენის გამარჯვებული გიორგი ცოტნიაშვილი გახდა. მან პირველმა დაფარა 5 კილომეტრიანი მონაკვეთი . გამოვლინდნენ ასევე, მეორე და მესამე ადგილების მფლობელი მონაწილეები. სამივე გამარჯვებულს საჩუქრად ფულადი თანხა და თასები გადაეცათ.

ღონისძიება, რომელიც ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, გენდერული თანასწორობის, ქალების უფლებებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.

 

Read 694 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი