mukilurji640X90

გორის მერმა სამი საბავშვო ბაღი გახსნა

ოქტომბერი 01 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა სამი საბავშვო ბაღი გახსნა.

ახალი ბაღებით სოფელ ხვითის, ფხვენისისა და ტინისხიდის მოსახლეობა ისარგებლებს. ამ ეტაპზე, ახლადგახსნილ სააღმზრდელო დაწესებულებებში ჯამში 6 ჯგუფი ფუნქციონირებს და 160-მდე ბავშვი ირიცხება.

გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა ბაღს საჩუქრად სათამაშოები გადასცა. 

ფხვენისის საბავშვო ბაღი, რომელსაც რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ჩაუტარდა, მოუწესრიგებელი შენობის გამო 27 წელი არ ფუნქციონირებდა.

“სამ სოფელში გავხსენით საბავშვო ბაღი, სადაც დიდი ხნის მანძილზე ითხოვდა მოსახლეობა საბავშვო ბაღს. 1 ოქტომბრისთვის გვქონდა დაგეგმილი და დღეს გავხსენით, 2-2 ჯგუფით დაკომპლექტდა და მომავალში თუ იქნება საჭიროება, კიდევ დაემატება“, - განაცხადა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

Read 1196 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 01 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი