ხუბულური: სასაცილოდ არ მყოფნის, რომ ივანიშვილმა ოქუაშვილს ფული მოსთხოვა

ოქტომბერი 01 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, თემურ ხუბულური “ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი მის ბიზნესზე ზეწოლას ახდენდა.

“ოქუაშვილი პოლიტიზირებულ განცხადებებს აკეთებს. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ განცხადებებს ჰგავს. რაღაც აბსურდულ ჩანაწერებზე საუბრობ., კარგად არც მომისმენია ეს ინფორმაცია. სასაცილოდაც არა მყოფნის, რომ ბიძინა ივანიშვილი ოქუაშვილს დაუჯდა და ფული მოსთხოვა. “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოქუაშვილს ქონება წაართვა, გაანადგურეს რაც კი რამე ჰქონდა და “ქართულმა ოცნებამ“ ეს ყველაფერი უკან დაუბრუნა. ახლა კი ასეთ განცხადებებს აკეთებს. არ ეკადრება მას ასეთი განცხადებები“, - განაცხადა თემურ ხუბულურმა

Read 1120 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი