სოკარ ჯორჯია გაზი - აბონენტებმა მიმდინარე გადასახადი უნდა გადაიხადონ.

იანვარი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"იმ აბონენტებისგან, რომელთაც გასული თვის და იანვრის გადასახადი ერთდროულად დაერიცხათ, გაზმომარაგების კომპანია მხოლოდ იანვრის თვის გადასახადის დაფარვას მოითხოვს", - ეს განცხადება საქ ორგ გაზის წარმომადგენელმა თეონა რუხაძემ რადიო "მოზაიკასთან" გააკეთა. მისი თქმით, ეს ეხება მხოლოდ იმ აბონენტებს, რომლებმაც გასული თვის გადასახადი ენერგოომბუდსმენთან გაასაჩივრეს.

დეკემბრის თვის გადასახადის დაფარვას კი კომპანია აბონენტებისაგან დავის დასრულებამდე არ მოითხოვს.


„მიმდინარე თვის გადასახადი უნდა გადაიხადონ იმ თარიღის მიხედვით, რაც აქვს მითითებული. რაც შეეხება სადაო თანხას, სანამ არ დასრულდება იმ თმების განხილვა რომლზეც საჩივარიც დაწერეს ომბუდსმენთან, მანამდე არავინ არ გათიშავს გაზს. მაგრამ მიმდინარე უნდა გადაიხადონ დროულად", - განაცხადა რუხაძემ.

Read 4588 times Last modified on Last modified on იანვარი 29 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი