სოკარ ჯორჯია გაზი - აბონენტებმა მიმდინარე გადასახადი უნდა გადაიხადონ.
"იმ აბონენტებისგან, რომელთაც გასული თვის და იანვრის გადასახადი ერთდროულად დაერიცხათ, გაზმომარაგების კომპანია მხოლოდ იანვრის თვის გადასახადის დაფარვას მოითხოვს", - ეს განცხადება საქ ორგ გაზის წარმომადგენელმა თეონა რუხაძემ რადიო "მოზაიკასთან" გააკეთა. მისი თქმით, ეს ეხება მხოლოდ იმ აბონენტებს, რომლებმაც გასული თვის გადასახადი ენერგოომბუდსმენთან გაასაჩივრეს.
დეკემბრის თვის გადასახადის დაფარვას კი კომპანია აბონენტებისაგან დავის დასრულებამდე არ მოითხოვს.
„მიმდინარე თვის გადასახადი უნდა გადაიხადონ იმ თარიღის მიხედვით, რაც აქვს მითითებული. რაც შეეხება სადაო თანხას, სანამ არ დასრულდება იმ თმების განხილვა რომლზეც საჩივარიც დაწერეს ომბუდსმენთან, მანამდე არავინ არ გათიშავს გაზს. მაგრამ მიმდინარე უნდა გადაიხადონ დროულად", - განაცხადა რუხაძემ.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორის მერიამ რესტორნებით 10 თვეში 21-ჯერ ისარგებლა
- 2019 წელს გორის მერიამ საზღვარგარეთ მივლინებისთვის 8000 ლარზე მეტი დახარჯა
- გორის მერიაში 2020 წელს 4 900 ლარის წყალს დალევენ
- ჰოსპიტალი: პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შსს გაავრცელებს
- გორში ავარიის შედეგად პოლიციის თანამშრომელი დაშავდა