Back to Top
სამშაბათი, 02 ოქტომბერი 2018 16:04

გივი კობახიძე: ჯერჯერობით, არსად დავსაქმებულვარ

Rate this item
(0 votes)

კეთილმოწყობის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ამ დრომდე არსად დაუსაქმებიათ.

ამის შესახებ გივი კობახიძემ რადიო "მოზაიკასთან" თავად განაცხადა. მისთვის უცნობია დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები და ამ გადაწყვეტილების უშუალო მიმღების ვინაობაც.

"არც ის ვიცი რატომ გამათავისუფლეს და არც ის, თუ ვისი ინიციატივით გადაწყდა ხელმძღვანელის შეცვლა. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ არსად არ დავსაქმებულვარ. ვინ რა დაპირებას იძლეოდა ჩემ სხვა სამსახურში გადაყვანაზე, არც ეს ვიცი", - აცხადებს გივი კობახიძე.

ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე გივი კობახიძე ბაჩანა გვიანიშვილმა სამი დღის წინ ჩაანაცვლა. რა დროსაც მერმა განაცხადა, რომ ამ თანამდებობას ახალი ხედვების მქონე ხელმძღვანელი ესაჭიროებოდა.

ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, გივი კობახიძე გორში, ისევ საჯარო სექტორში გააგრძელებს მუშაობს.

Read 819 times