გუბერნატორი: ახალ ხელმძღვანელთან ნაცნობობა კრიტიკულობის ხარისხზე არ იმოქმედებს

ოქტომბერი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ა(ა)იპებ - ის ხელმძღვანელების დანიშვნა - გათავისუფლება თვითმმართელობის და კონკრეტულად მერის კომპეტენციაა, რაც ამ შემთხვევაშიც განხორციელდა", - ასე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი ხოჯევანიშვილი, რომლის მიხედვით კეთილმოწყობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გუბერნატორის რეკომენდაციით შეიცვალა.

გიორგი ხოჯევანიშვილი არ უარყოფს, რომ კეთილმოწყობის სააგენტოს ახლადდანიშნული ხელმძღვანელი მისი კურსელია, თუმცა გუბერნატორი იმასაც აღნიშნავს, რომ ბაჩანა გვიანიშვილს ნაცნობობა კოტე თავზარაშვილთანაც აკავშირებს და ა(ი) - ების ხელმძღვანელების დანიშვნაც მერის პრეროგატივაა.

"კურსელობას ნამდვილად გიდასტურებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რეკომენდაცია მე გავუწიე. გუბერნატორის ადმინისტრაცია კვლავ ობიექტურად დააკვირდება, როგორც აღნიშნული სამსახურის, ისე სხვა ა(ა)იპებ -ის საქმიანობას და ჩვენი ნაცნობობა კრიტიკულობის ხარისხზე ნამდვილად არ იმოქმედებს", - აცხადებს გიორგი ხოჯევანიშვილი.

Read 624 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი