mukilurji640X90

შიდა ქართლის რეგიონს საიმიჯო კლიპის მომზადება 4900 ლარი დაუჯდა

ოქტომბერი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის საიმიჯო კლიპი გორის, ქარელის ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტების დაკვეთით მომზადდა, რაშიც ჯამურად 4900 ლარი გადაიხადეს.

კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, აქედან ყველაზე მეტი თანხის გაღება გორის მუნიციპალიტეტს მოუწია. 2:17 წუთიან ვიდეორგოლში ძირითადად ეკლესიები და ისტორიული ძეგლებია ასახული. საიმიჯო კლიპი "სტუდიო 13"-მა მოამზადა, რომელიც თავზარაშვილის ინფორმაციით გუბერნატორის დახმარებით შეარჩიეს. საიმიჯო კლიპის პრეზენტაციის შესახებაც ჟურნალისტებთან ინფორმაცია პირველად სწორედ გიორგი ხოჯევანიშვილმა გააჟღერა.

"რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილი დავრჩი, მშვენიერი კლიპია. მასში ასახულია მთლიანად რეგიონის ის ადგილები, რომლებიც ტურისტებს იზიდავს. ერთობლივად გავაკეთეთ ოთხივე მუნიციპალიტეტმა, რა თქმა უნდა. ჩვენ ცოტა უფრო მეტი თანხა გამოვყავით ამისთვის, იმიტომ რომ ჩვენ უფრო დიდი ვართ. ეს არის საჭირო ჩვენი რეგიონისთვის, იმიტომ რომ ტურისტები დავაინტერესოთ. საერთო ჯამში, 5000 ლარამდე დაიხაჯა. ოთხივე მუნიციპალიტეტს ასე დაუჯდა. გუბერნია დაგვეხმარა, რომ კარგი კომპანია მოგვეძიებინა, ვინც ამ კლიპს გააკეთებდა“, - განაცხადა გორის მერმა.

Read 321 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი